
თავგადასავალი, რომელიც საბედნიეროდ კეთილად დასრულდა.
სიცოცხლის სიყვარულმა ბევრი წინააღმდეგობა გადაალახვინა
პაწაწინა წვეთს და მან საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა!
ნინო სააკაშვილი
ნაფარეულის საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის
მასწავლებელი
This book was created and published on StoryJumper™
©2015 StoryJumper, Inc. All rights reserved.
Publish your own children's book:
www.storyjumper.com




მე ერთი პატარა ძმრის წვეთი ვარ. ვცხოვრობდი
ბედნიერად ჩემს მეგობრებთან ერთად ბოთლში
სკოლის ლაბორატორიაში. საღამოთი და ღამით
მოწყენილები ვიყავით ხოლმე, მაგრამ დღისით
ძალიან კარგად ვერთობოდით.


აქ გაკვეთილები ტარდებოდა. შემოდიოდნენ
მასწავლებელი და მოსწავლეები, ლაპარაკობდნენ,
ლაპარაკობდნენ, წერდნენ დაფაზე, ხშირად ცდებსაც
ატარებდნენ და მოსწავლეებთან ერთად მე და ჩემი
მეგობრებიც ვერთობოდით. ლამის ქიმიაც ვისწავლეთ.


ბევრი ტერმინები ვიცოდით. განსაკუთრებით
აქტიურობდა ერთი გოგო - ლამაზი, ცისფერთვალა,
მაგრამ ახტაჯანა ციკო. ეჰ, ეს მაშინ მეგონა, რომ
ლამაზი იყო...




ერთ დღესაც დამთავრდა ჩემი ბედნიერება. ჩვენი
დროც დადგა. რა მოხდა? მოვიდნენ ციკო და მისი
თანაკლასელები. ციკომ აიღო ხელში ჩვენი
მშობლიური ბოთლი, მოგვხადა ხუფი და რაღაც
წკირი ჩამოუშვა ჩვენთან. წკირმა მე და ჩემი
ხუთი მეგობარი შეგვისრუტა. რა გველოდა წინ,
არ ვიცოდით.



ბ
ე
ვ
რ
ი
ტ
ე
რ
მ
ი
ნ
ე
ბ
ი
ვ
ი
ც
ო
დ
ი
თ
.
გ
ა
ნ
ს
ა
კ
უ
თ
რ
ე
ბ
ი
თ
ა
ქ
ტ
ი
უ
რ
ო
ბ
დ
ა
ე
რ
თ
ი
გ
ო
გ
ო
-
ლ
ა
მ
ა
ზ
ი
,
ც
ი
ს
ფ
ე
რ
თ
ვ
ა
ლ
ა
,
მ
ა
გ
რ
ა
მ
ა
ხ
ტ
ა
ჯ
ა
ნ
ა
ც
ი
კ
ო
.
ე
ჰ
,
ე
ს
მ
ა
შ
ი
ნ
მ
ე
გ
ო
ნ
ა
,
რ
ო
მ
ლ
ა
მ
ა
ზ
ი
ი
ყ
ო
.
.
.
შემდეგ ციკომ ჩვენი წკირი ჩაუშვა რაღაც ყვითელ
სითხეში ფსკერამდე და იქ რაღაც თეთრ მიწაზე
გამოგვიშვა წკირიდან. ყვითელი სითხე ალბათ ზეთი
იყო. ეს თეთრი მიწა კი სოდა აღმოჩნდა.
ეს სახელიც გამიგია, მაგრამ ასეთი მტკივნეული თუ
იქნებოდა მასთან შეხება, რას წარმოვიდგენდი!



როგორც კი სოდას შევეხე, გვერდები დამეწვა, მაგრამ
მაშინვე დამეხვივნენ რაღაცა ბუშტუკები, ჩამჭიდეს ხელი და
მაღლა გამაქანეს, თავისუფლებისკენ. გამიხარდა
ძალიან, ვიფიქრე, გადავრჩი მეთქი, მაგრამ ჰაერთან
შეხებისთანავე გამიშვეს ხელი და გაქრნენ. მე კი ისევ
ჩავიძირე, დავეშვი ქვემოთ და ისევ ჩემს მტერ
სოდასთან აღმოვჩნდი.


მეორედ და მესამედაც რომ იგივე განმეორდა, ვიფიქრე,
იმ ბუშტუკების იმედზე არ უნდა ვყოფილიყავი, თანაც
ვპატარავდებოდი. რაღაც
უნდა მომეფიქრებინა მე
თვითონ. ისე, ეს ბუშტუკები
ნახშირორჟანგი ყოფილა,
ბოროტმა ციკომ აუხსნა თავის
თანაკლასელებს. ეს სახელიც
ხომ გამიგია, მაგრამ რას
ვიფიქრებდი, ასეთი
მოღალატეები თუ იქნებოდნენ.
ისე, ისინიც თავის თავს
შველოდნენ ალბათ ასე...


დაძაბულად დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა.
პირველი, რაც მიმივიდა თავში, როგორც კი ზემოთ,
ზედაპირზე აღმოვჩნდი, დავიწყე ხელების და ფეხების
ქნევა სასოწარკვეთილად.
...და, ჰოი, საოცრებავ, აღარ ჩავიძირე. ცურვა ვისწავლე.
გა-დავრ-ჩი... გა-დავრ-ჩი...


ჩემს ამოყვინთულ მეგობრებს რიგ-რიგობით
ვასწავლე ცურვა ხელების და ფეხების ქნევით.
შემდეგ მივცურეთ ერთმანეთთან, ჩავჭიდეთ
ხელები და გადარჩენა მივულოცეთ
ერთმანეთს!

You've previewed 11 of 17 pages.
To read more:
Click Sign Up (Free)- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors




თავგადასავალი, რომელიც საბედნიეროდ კეთილად დასრულდა.
სიცოცხლის სიყვარულმა ბევრი წინააღმდეგობა გადაალახვინა
პაწაწინა წვეთს და მან საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა!
ნინო სააკაშვილი
ნაფარეულის საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის
მასწავლებელი
This book was created and published on StoryJumper™
©2015 StoryJumper, Inc. All rights reserved.
Publish your own children's book:
www.storyjumper.com




მე ერთი პატარა ძმრის წვეთი ვარ. ვცხოვრობდი
ბედნიერად ჩემს მეგობრებთან ერთად ბოთლში
სკოლის ლაბორატორიაში. საღამოთი და ღამით
მოწყენილები ვიყავით ხოლმე, მაგრამ დღისით
ძალიან კარგად ვერთობოდით.


აქ გაკვეთილები ტარდებოდა. შემოდიოდნენ
მასწავლებელი და მოსწავლეები, ლაპარაკობდნენ,
ლაპარაკობდნენ, წერდნენ დაფაზე, ხშირად ცდებსაც
ატარებდნენ და მოსწავლეებთან ერთად მე და ჩემი
მეგობრებიც ვერთობოდით. ლამის ქიმიაც ვისწავლეთ.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT(1)
-
SHARE
-
SAVE
- DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT (1)
- SHARE
- SAVE
- Report
-
LIKE(3)
-
COMMENT(1)
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!