
დაშბაშის კანიონი — კანიონი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ დაშბაშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ზღვის დონიდან 1110–1448 მ სიმაღლეზე. მერიდიანული მიმართულებისაა. სიგრძე 8 კმ, ფართობი 6,69 კმ². წარმოადგენს ქციის მიერ ვულკანურ ლავებში გამომუშავებულ კანიონისებურ ხეობას, რომლის ფერდობებიდანაც დიდძალი უხვდებიტიანი წყაროები გამოედინება და სხვადასხვა ადგილას წყალვარდნილებს აჩენს.

კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. მისი რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ფერდობებს კანიონის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული დახრილობა ახასიათებს. კანიონის ფარგლებში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, რაც ჰავის კონტინენტურობაზე მიუთითებს. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა 4–60°C, ხოლო ივლისის 16–18°C-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათს აღემატება. ნალექების რაოდენობა 700–800 მმ-ია, რომლის შედარებით მცირე ნაწილი (20%) ზამთარში, თოვლის სახით გამოიყოფა. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, თოვლის მდგრადი საბურველი 3 თვის მანძილზე ნარჩუნდება.

წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი 2022 წლის 15 ივნისიდან გაიხსნება.
კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

დაშბაშის კანიონი — კანიონი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ დაშბაშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ზღვის დონიდან 1110–1448 მ სიმაღლეზე. მერიდიანული მიმართულებისაა. სიგრძე 8 კმ, ფართობი 6,69 კმ². წარმოადგენს ქციის მიერ ვულკანურ ლავებში გამომუშავებულ კანიონისებურ ხეობას, რომლის ფერდობებიდანაც დიდძალი უხვდებიტიანი წყაროები გამოედინება და სხვადასხვა ადგილას წყალვარდნილებს აჩენს.

კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. მისი რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ფერდობებს კანიონის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული დახრილობა ახასიათებს. კანიონის ფარგლებში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, რაც ჰავის კონტინენტურობაზე მიუთითებს. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა 4–60°C, ხოლო ივლისის 16–18°C-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათს აღემატება. ნალექების რაოდენობა 700–800 მმ-ია, რომლის შედარებით მცირე ნაწილი (20%) ზამთარში, თოვლის სახით გამოიყოფა. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, თოვლის მდგრადი საბურველი 3 თვის მანძილზე ნარჩუნდება.
- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- REMIX
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!