
ივანე კრილოვი
თარგმნა აკაკი წერეთელმა
ქუთაისის 33 საჯარო სკოლა
რესურსის ავტორი -ანა კელენჯერიძე


ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყუდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია მგელი,მსურველი ავისა.
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.
შემოუძახა: ,,შე , ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო ? "
ჩაგიდგამს წინა ფეხები ,
შიგ ყოფ ტუჩს უწმინდურსაო !
წყალს მიმღვრევ აღარად მაგდებ ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!"
„ - რა ბრძანებაა, ბატონო ,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითახართ, მე - ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?"
„- მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“
„-ჯერ ერთი წლისაც არავარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
„- მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“
„- არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყუილად რად მდებთ ბრალსაო?“
„- შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!
მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ესეც კმარაო!“
უთხრა და ზურგზე მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

ივანე კრილოვი
თარგმნა აკაკი წერეთელმა
ქუთაისის 33 საჯარო სკოლა
რესურსის ავტორი -ანა კელენჯერიძე


ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყუდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია მგელი,მსურველი ავისა.
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.
შემოუძახა: ,,შე , ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო ? "
ჩაგიდგამს წინა ფეხები ,
შიგ ყოფ ტუჩს უწმინდურსაო !
წყალს მიმღვრევ აღარად მაგდებ ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!"
- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!