
რესურსის ავტორი: ანა კელენჯერიძე

მე ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პატარა, საყვარელი, ფუმფულა ცუგო.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ძმის სიურპრიზმა ჩემ ჩუმ ოცნებას გადააჭარბა. ცეკვის რეპეტიციიდან დაბრუნებულს შინ ახალი ბინადარი, ციმბირული ჰასკის ჯიშის, ლეკვი დამხვდა.


პატარა ფუმფულა ლეკვი, საოცარი ცისფერი თვალებით მიმზერდა, თითქოს მოფერებას და მეგბრობას მთხოვდა, მე კი აღფრთოვანებული შორიდან ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ნამდვილი იყო.
რეალობას ჩემმა ძმამ დამაბრუნა, ლეკვი ახლოს მომიყვანა და მითხრა რომ ეს პატარა, საყვარელი არსება შენიაო.
მეც ხომ სწორედ ამაზე ვოცნებობდი, სიხარულით ჩავიხუტე გულში ჩემი ახალი მეგობარი, სახელად კირა დავარქვი და დავიწყე მასზე ზრუნვა.
პირველ რიგში ჩემი კირა ვეტერინარს მივუყვანე. გულდასმით მოვისმინე ვეტერინარის რჩევები, როგორ უნდა მომევლო ძაღლისთვის, რომ გაზრდილიყო ჯანმრთელი. შევიძინე მისთვის საჭირო ნივთები,საკვები,ვიტამინები, დავალევინე პარაზიტების საწინაამღდეგო წამლები,დაუწყე აცრები, პირადობის და ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთიც კი გავუკეთე.


კირა ძალიან შემეჩვია, მე ვგრძნობდი მის დიდ სიყვარულს რომელსაც ლაქუცითა და თამაშით გამოხატავდა.
დიდ დროს ვატარებდით ერთად, სადაც შესაძლებელი იყო ყველგან ჩემთან ერთად დამყავდა.
ჩემი მზრუნველბა შედეგს იღებდა. კირა დღითიდღე იზრდებოდა, ყურები ეცქვიტებოდა, ხმა უბოხდებოდა და ეს ყველაფერი მე დიდ სიხარულს მანიჭებდა.


- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

რესურსის ავტორი: ანა კელენჯერიძე

მე ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პატარა, საყვარელი, ფუმფულა ცუგო.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ძმის სიურპრიზმა ჩემ ჩუმ ოცნებას გადააჭარბა. ცეკვის რეპეტიციიდან დაბრუნებულს შინ ახალი ბინადარი, ციმბირული ჰასკის ჯიშის, ლეკვი დამხვდა.


პატარა ფუმფულა ლეკვი, საოცარი ცისფერი თვალებით მიმზერდა, თითქოს მოფერებას და მეგბრობას მთხოვდა, მე კი აღფრთოვანებული შორიდან ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ნამდვილი იყო.
რეალობას ჩემმა ძმამ დამაბრუნა, ლეკვი ახლოს მომიყვანა და მითხრა რომ ეს პატარა, საყვარელი არსება შენიაო.
- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $3.39+) -
BUY THIS BOOK
(from $3.39+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!